ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

თელავში ხანძრის დროს დაშავებული რუსთაველი, 24 წლის ოთო ლურსმანაშვილი, გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ბიჭის ბიძის თქმით, ოთო ლურსმანაშვილი 7 დღის განმავლობაში “ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის” რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 70%-იანი დამწვრობით იყო მოთავსებული. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ თელავში ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა კიდევ ერთი რუსთაველი 39 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა კიდევ 2 ახალგაზრდა კაცი.

იტვირთბა....