უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამ არხებზე.
მედიის ცნობითვე, ზელენსკიმ ბახმუტი უკვე დატოვა და მისი იქ ვიზიტის შესახებაც ინფორმაცია ამის შემდეგ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა იქ ჯარისკაცები მოინახულა და დააჯილდოვა
ცნობისთვის, ბახმუტი ამჟამად ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.