ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი კირთაძეზე თავმდამსხმელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო სამსახური

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. იგი 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძეა.

ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დაკავებულმა უკმაყოფილება გამოახატა კირთაძის მიმართ, რის შემდეგაც მისი მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა, შემდეგ კი სახეში დაარტყა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიამრთ პოლიტიკური დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისმობს ადამიანის მიმართ დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული ი.ს.
გამოძებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში გორგასლის ქუჩის მიმდებარედ გიორგი კირთაძეს პირდაპირი ცართვის დროს მიუახლოვდა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უკმაყოფილება გამოახატა, რის შემდეგაც ი.ს-მ კირთაძის მისამართით დაიწყო კვერცხების სროლა. მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა შეურაცხობას. აღნიშნულის შემდეგ ი.ს-მ კირთაძეს სახეში დაარტყა ხელი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ითქვა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....