ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტს გააჩნია ბერკეტი – სააკაშვილის ძმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი საფრანგეთის საელჩოს განცხადებით მიმართავს.
მისი თქმით, საფრანგეთსა და მის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გავლენა იქონიოს.

„გამოვიყენებ ყველა ხერხს და საშუალებას, რომ რეალურად გადავარჩინო მიშა. დღევანდელი დღეც გაგრძელებაა ამისი, მე მივმართე საფრანგეთის ელჩს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საფრანგეთის მოქალაქე, სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ფრანგი, შესაბამისად, ვის ვის და ბატონ მაკრონს გააჩნია ბერკეტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს მათზე”, – თქვა დავით სააკაშვილმა.

იტვირთბა....