ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოდესაში დააკავეს ქალი, რომელიც ოკუპანტებისთვის ფულს აგროვებდა

ოდესის ოლქში უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ქალი, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალებისთვის თანხებს აგროვებდა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების პრესსამსახურში ამბობენ, მოღალატე კონტრდაზვერვამ ამხილა. მათი ცნობით, ქალი ფუნს აგროვებდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მებრძოლი რუსული საოკუპაციო ჯგუფების საჭიროების უზრუნველსაყოფად.

უფრო კონკრეტულად კი, თანხების შესაგროვებლად ქალმა სოციალურ ქსელებში ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორის უკრაინაში აკრძალულ პლატფორმებზე. შეტყობინებებში ის მოუწოდებდა თანამოქალაქეებს მხარი დაეჭირათ ოკუპანტებისთვის და დახმარებოდნენ მათ ლოჯისტიკური მიმართულებით. გამოაქვეყნა, ასევე, ანგარიშის ნომერიც, რომელიც იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჯგუფების დროებითი განლაგების ადგილებში.

უკრაინული მედიის თანახმად, მტრის კონკრეტულად ამ ქვედანაყოფებს შორის, ვისაც ის ფულს უგროვებდა, არის რუსული ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც განლაგებულია მარიუპოლსა და ხერსონში.

მათივე ცნობით, ქალი აქტიურად ავრცელებს კრემლის მომხრე შეხედულებებს რუსული სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე, სხვებთან კომუნიკაციის დროს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულის ნათესავები 2016 წლიდან შედიან ტერორისტულ ორგანიზაცია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” და აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

იტვირთბა....