ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების საწინააღმეგოდ იყენებს – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის განხილვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მასთან მიმართებით ხელისუფლების დამოკიდებულებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2008 წლის ომის რეზოლუციის ნებისმიერი სახით პროპაგანდისტულად ხსენება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„არავითარი შეცვლილი რიტორიკა მე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან და უმრავლესობის წევრებისგან არ გამიგია. მათი პროპაგანდისტული ხაზი კვლავ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი იმ სამხედრო აგრესიაზე, რომელიც განხორციელდა რუსეთის მხრიდან – ეს არის საგანგაშო მაშინ, როდესაც ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, სამართლებრივი მექანიზმით დამტკიცდა, რომ საქართველოში სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთმა. რუსი სამხედროები პასუხისმგებლები არიან ეთნოწმენდაზე, პასუხისმგებლები არიან სამხედრო აგრესიაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კვლავ საპირისპირო. საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლების სულისკვეთება და გზავნილები, საერთოდ სხვა უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან ის გზავნილები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების თანმდევი იქნებოდა.

ნებისმიერი სახით პროპაგანდისტულად რეზოლუციის ხსენება არის მცდელობა, რომ გადაიფაროს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გადაწყვეტილებით, ჩვენი სამხედროების, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების მოქმედება თავიდან ბოლომდე იყო გამართლებული.

მე მმართველი პარტიის ადგილას რეზოლუციებზე არ ვისაუბრებდი, რადგან შევახსენებ მმართველ პარტიას, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობას, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეალურად მათი პროპაგანდისტულო ხაზი ჩამოინგრა.

სახელმწიფო ამ შემთხვევაში უნდა იყოს ერთიანი, ეროვნული ინტერესი არ ჰყოფს არც პოზიციას არც ოპოზიციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ვითარება, როდესაც ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებასაც იყენებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....