ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
„პოლიტიკურად რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პლატფორმის მიმართ, პრეზიდენტს აქვს როლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ იყოს საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც და სასამართლოც პრეზიდენტის არა თუ ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, არამედ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციას არ შექმნის საფრთხე. მე ვგულისხმობ მისი ბერკეტების გამოყენებას, რაც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილზე ჰუმანიტარული და ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, პოლიტიკური მისიის შესრულებას და ასევე, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში შეწყალებას. მას უნდა ესმოდეს კარგად, რას ნიშნავს საქართველოს ევროინტეგრაცია და რა საფრთხე შეიძლება დაუდგეს ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა „სააკაშვილის სიასთან“ დაკავშირებით.
„დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა დაიწყონ „სააკაშვილის სიაზე“, რომელშიც ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართულები“ .