[su_quote]
ნიჟნი გარადოკში რუსების შტაბი არის რუსული ჭურვებით, გრადით დაბომბილი. გრადი არ არის ზუსტი იარაღი, მიება თამარაშენს, ქართული ხეობა იყო დაბომბვის ქვეშ. ჭურვი არის მტკიცებულება, რომ თვითონვე დაბომბეს რუსი მშვიდობისმყოფელები, რომ შემდგომში დაგბრალებოდათ ქართველებს. ეს არის მტკიცებულება ძირითადი, რომელმაც ჩვენი უდანაშაულობა [დაამტკიცა]. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 14 წლის განმავლობაში შეზღუდული ვიყავი, ვერ ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას, ყველა დასმულ კითხვას ეჭვის თვალით ვუყურებდი, ახლაც როცა სიღრმეში უნდა ვინმემ შემიყვანოს, ისეთი განცდა მაქვს, რომ FSB-ს უნდა გამოკითხვა. 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის, მთავარსარდლის, პირდაპირი ბრძანება იყო, სიტყვა-სიტყვით ამას ვიძახი, რომ ერთი თმა არ უნდა ჩამოვარდნილიყო რუსი სამშვიდობოებიდან, რადგან სამშვიდობოების მასპინძელ ქვეყნად ითვლებოდა საქართველო. […] აგრეთვე უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება იყო, რომ ზედმიწევნით მოვფრთხილებოდით ოსურ მოსახლეობას, ისინიც ჩვენი მოქალაქეები იყვნენ და არაერთი ოჯახი გადმოვიდა დანარჩენ საქართველოში.[/su_quote]
– ამის შესახებ საქართველოს სამშვიდობო ძალების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა კვირის ფორმულას ეთერში ისაუბრა.