უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედია მონიტორინგის ჯგუფ Беларускі Гаюн-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე.