ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

ხელისუფლება არა მარტო მის ოპონენტებს, არამედ მასთან კავშირში მყოფ პირებსაც აშანტაჟებს – საია, მახარაძის ინტიმური ჩანაწერების გავრცელებაზე

5 ივლისის მთავარი შემოქმედის სატელევიზო აღსარების შემდე, ყველას ერთი განცდა დარჩა, რომ ზურაბ მახარაძეს, რომლის ორგანიზებითაც თავის დროზე ჟურნალისტები დაასისხლიანეს და ქუჩა-ქუჩა სდიეს, ინტიმური კადრების გავრცელებით სუს-ი ატერორებს.

“საიას” ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ფარულ ჩანაწერს მასთან დაკავშირებული პირების შანტაჟისთვის იყენებს და პირველი ეჭვი ყოველთვის სუს-ზე მიდის.

„ხელისუფლება არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს ფარულ ჩანაწერებს, არამედ ცხადი არის, რომ ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული პირების შანტაჟისთვისაც იყენებს, იმიტომ, რომ დღეს შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას ამა თუ იმ პირების გაკეთებული საქმე, მაგრამ ხვალ არ აწყობდეს. შესაბამისად, მათი შანტაჟისთვისაც ამ ყველაფერს გამოიყენებს. ეს არის ტოტალური პრობლემა. ზოგადად, ასეთი რესურსი, ასეთი შესაძლებლობა აქვს უმთავრესად უსაფრთხოების სამსახურს, შესაბამისად, პირველი ეჭვი სწორედაც ჩნდება უსაფრთხოების სამსახურზე”. – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

იტვირთბა....