ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.
“რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ ომს. ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ დამატებითი ძალების მობილიზებას, ისინი ცდილობენ, გაწირონ მეტი ადამიანი და მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ამ ომში დიდი ხნით იყოს და დაიწყოს ახალი შეტევები”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.