ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გაჩხრიკა

პროკურატურის გამომძიებლებმა სოსო გოგაშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გაჩხრიკეს. ალექსანდრე სამხარაძეს . გამომძიებლები სახლთან იმ დროს გამოჩნდნენ, როცა ის სასამართლო პროცესზე მიდიოდა. პროკურატურის გამოძიებლებმა სამხარაძეს ჩხრეკის ოქმი გადასცეს და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მედიასტან ხმამაღლა არ საუბრობენ.

თავად სამხარაძე კი ამბობს, რომ მის ტელეფონში გამომძიებლები ფოტოსურათების გარდა ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავენ. ასევე, არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ლევან მურუსიძის საჩივარს. უკავშირდებოდეს.

დღეს ჰქონდა სასამართლო პროცესი 11-ის ნახევარზე. ჩამოვედი, ვჯდებოდი მანქანაში, დაახლოებით 11 -ის წუთები იყო, მა გ დროს მოვიდა პროკურატურის თანამშრომელი, გამეცნო, სახელი და გვარი აღარ მახსოვს მისი. გადმოვედი მანქანიდან და ამოიღეს ჩემი პირადი მობილური ტელეფონი, დალუქეს და წაიღეს, გამჩხრიკეს. რაღაც მოსამართლის განჩინებითო, რაღაც… ალბათ მურუსიძის საქმეს უკავშრდება, სავარაუდოდ…, – ამბობს სამხარაძე. შეგახსენებთ, რომ გვარცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ალექსანდრე სამახარაძე ლევან მურუსიძეს ესაუბრება, რის შემდეგაც მურუსიძემ საჩივარი პროკურატურაშ შეიტანა.

იტვირთბა....