სამხრეთ იორდანიის ქალაქ მაანში დემონსტრანტებთან შეტაკების დროს მაღალი რანგის სამართალდამცველი დაიღუპა. ადგილობრივები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ aljazeera იტყობინება. სამხრეთ იორდანიის ქალაქ მაანში დემონსტრანტებთან შეტაკების დროს მაღალი რანგის სამართალდამცველი დაიღუპა. ადგილობრივები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ aljazeera იტყობინება.
პოლიციელი იმ დროს გარდაიცვალა, როცა ადგილობრივები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიცერს თავში ესროლეს.
„ყველას პასუხს გავცემთ ვინც შეეცდება ადამიანს და სხვის ქონებას დაესხას თავს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ახალგაზრდებმა დედაქალაქსა და მის შემოგარენში პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს.
მთავრობამ პირობა დადო, რომ გაითვალისწინებს წაყენებულ მოთხოვნას და ფასებს გადახედავს.