ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასის ოდენობა გაიზარდა

2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0
ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა
51.8 პროცენტით);

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);

⦁ მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3პროცენტით).

იტვირთბა....