ახალი ამბები მთავარი ციტატა

სააკაშვილის წახალისებაა, მეტად დაიმძიმოს მდგომარეობა – პაპუაშვილი ენმ-ს დეპუტატების შიმშილობაზე

[su_quote] ვფიქრობ, რომ შიმშილობა არ არის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების მიმართ იძულება. ამიტომ, მოვუწოდე მათ შეწყვიტონ შიმშილობა, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და აქ მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მითუმეტეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, არის მიუღებელი. შიმშილობა არ არის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს ზეწოლა და პირიქით, ამით ხდება წახალისება სააკაშვილის, რომ მან კიდევ უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ექიმებთან და შეეცადოს, რაც შეიძლება მეტად დაიმძიმოს მდგომარეობა, ვინაიდან, სწორედ ასეთი ქმედებებით, განცხადებებით ექმნება იმედი, ილუზია, რომ “ცოტაც, ერთი დღეც, ერთი კვირაც” და მისი საკითხი გადაწყდება ისე, როგორც მას უნდა და ამით უქმნიან ილუზიას და ამ ილუზიის გამო არის ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის კადრებში. [/su_quote]

იტვირთბა....