უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინულ არმიას ვერ ამარცხებენ, ამიტომ ისინი ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა უკრაინელებს არ დარჩეთ თავდაცვის საშუალება.
„ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და, ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.