უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ტოკმაკში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.
მათ თქმით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეში ოკუპანტების 10-მდე სხვადასხვა ტიპის ტექნიკა გაანადგურეს და ახლა ქალაქში მობილური კრემატორიუმები მუშაობს.
„14 დეკემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10-მდე სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. ქალაქში რუსული მობილური კრემატორიუმების მუშაობა ფიქსირდება“, – აცხადებენ გენშტაბში.