ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია და პოეზიის საღამო მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა სწორედ პოეზიის დროა.
“შეიძლება დღეს ვიღაცამ იფიქროს, აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის და გახლეჩილი არის ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასდროს. თუ რამე არის, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, ერთგვარად ჩვენზე ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება. მე არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას”, – თქვა ზურაბიშვილმა.