ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღთან წყლის მილის შეკეთებისას გაზის მილი დააზიანეს, რის გამოც მცირეწლოვანები ცუდად გახდნენ – ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

ისაკაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის წინ, წყალმომარაგების ქსელზე მუშაობისას კომპანიამ GWP-მ გაზის მილსადენი დააზიანა, რასაც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოჰყვა. ინციდენტის დროს ადგილზე 60-ზე მეტი ბავშვი იმყოფებოდა.

გაზის გაჟონვის შედეგად აღსაზრდელებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს და გულისრევა დაეწყოთ. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება. საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვები ინტოქსიკაციას გადაურჩენენ, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

ბაღის დირექტორისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა ხვალ სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებას.

იტვირთბა....