ამერიკელი კონგრესმენები გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხავს მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს და კონგრესმენების მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს. ცნობილია რომ კონგრესმენები სტივ კოენი და ჯო უილსონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებით, რუსეთს უკრაინელი ხალხის გენოციდს, ბირთვული იარაღით შანტაჟისა და მსოფლიოს წესრიგს დარღვევისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოში არაფერი ესაქმება.