ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიტყდება”, ქართველი რომ ვარ.. საქართველოს მე-3 პრეზიდენტს სიკცდილით სჯიან!” – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მეომარი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასაჯაროვებულ კადრებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიკვდილით სჯიან.

“ამ კარდებამდეც მქონდა ეს ფიქრი და შეგრძნება, ვიცოდი ასე იქნებოდა, ამ კადრების შემდეგ მაგრა მიტყდება სადმე ვთქვა ქართველი რომ ვარ. უფრო მეტად კიდევ ის მიტყდება, რომ არის ხალხი, ვისაც ეს უხარია. ხელისუფლება და ვინც იქ არის, ერთ დროს მიშას მზეს იფიცებოდენ, დღეს ხედავთ რას აკეთებენ. საპატრიარქო, ეკლესია და პატრიარქი, 2006-ში მოვინათლე, ბედნიერი ვიყავი მე ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ახლა ვფიქრობ, ნუთუ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ამ უწმინდურებს მოვანათვლინე თავი, მას შემდეგ ვფიქრობ ამაზე. მე მაინც მწამს მხოლოდ ღმერთის რადგან ვგრძნობ რომ ის მმფარველობს ყოველთვის და დღესაც ცოცხალი მისი მფარველობით ვარ, რადგან ასე რომ არ იყოს, ოთხი შემთხვევა მქონდა ისეთი, რომ უნდა დავღუპულიყავი. ერთხელ კეფიდან ჩემი ხელით ამოვიღე ავტომატის ტყვია. ის მომხვდა კეფაში და გაჩერდა, ეს ბევრმა ჩემმა მეგობარმა იცის. დარწმუნებული ვარ, ასევე დაიცავს ღმერთი მიხეილ სააკაშვილს და გადაარჩება. აი, ვისაც უხარია მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ყველას, ქუჩის ძაღლივით გააგრძელებს ცხოვრებას. აქაც ჯოჯოხეთში იცხოვრებენ და რომ ჩაძაღლდებიან – იქაც. პირველად მიტყდება რომ ქართველი ვარ. SOS !!!სიკვდილით სჯიან საქართველოში საქართველოს მესამე პრეზიდენტს!!!”, – წერს ხმალაძე.

იტვირთბა....