უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ოთხშაბათს ქალაქ ხერსონში, რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულ ორ ადამიანს შორის ერთი 8 წლის ბიჭი იყო.
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ რუსული ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს ქალაქის დნიპროვსკის რაიონში, რომელიც გასულ თვეში უკრაინელმა ძალებმა გაათავისუფლეს.
“რუსული დაბომბვის შედეგად ბავშვი დაიღუპა. ექიმები ბიჭის რეანიმაციას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ”, – თქვა მან
მისი თქმით, კიდევ ორი დაიჭრა.
იანუშევიჩის თქმით, სამშაბათს ხერსონი 42-ჯერ დაიბომბა.