რა მიზანს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება? – “ნაციონალური მოძრაობის” ეკა ხერხეულიძის თქმით, რომ ქართული ოცნება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის მდგომარება მძიმე არ არის და ზაფხულის კადრებს ასაჯაროებს.
“იციან, რომ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში ნახვა საზოგადოების რეაქციას გამოიწვევს. არ გვანახებენ ამას და გვიჩვენებენ ძველ კადრებს, რომ ასეთია მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებს ხერხეულიძე და დასძენს, რომ “კადრები ფალსიფიცირებულია”.