მიხეილ სააკაშვილის რეაქცია გავრცელებულ კადრებზე ცნობილია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,,ვივა მედის:” კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას დაანონსებული მკვლელობის გეგმა სისრულეში მოჰყავს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ,,ვივა მედის” მედპერსონალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე იმ მდგომარეოაბაში, რომელშიც ის იმყოფება.
გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად ბოლომდე გაიფარჩაკა თავი. მინდა, მოვმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს ( თქვენი ადამიანობის იმედი მაქვს) .
მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, ასეთი სიველურე და უმსგავსობა გინახავთ? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს, მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით და ნურავინ შეეცდება, მათ ხელი შეაწმინდოს.
რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, ვერ გამტეხავთ! – წერს მიხეილ სააკაშვილი.