ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გასაჯაროებულ კადრებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურის მიერ მისი დამონტაჟებული კადრების გავრცელების შემდეგ წერილს ავრცელებს. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით.

ის ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ შეუძლიათ განახორციელონ “დაანონსებული მკვლელობის გეგმა”, მაგრამ გატეხვით ვერ გატეხავენ:

“გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?

ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს.

რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”.

იტვირთბა....