ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს – იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი შეცდომა იყო და ამგვარი მოქმედება მისაღები არ არის. იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, ხელისუფლებამ სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტა.

„ვერც მივხვდი, კადრების გაცრცელებას რა შინაარსი ჰქონდა. ამის მიზანი თუ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, ჩვენ მას სათანადოდ უვლით და მის სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩემი აზრით, ამისთვის ასეთი ტიპის კადრების გავრცელება საჭირო არ იყო. კადრები ამას არ ასახავდა, იმას კი არ ამბობდა, რომ სააკაშვილი კარგად არის, არამედ ამბობდა, რომ ნახეთ, როგორი ანერვიულებულია და როგორ არ არის ფორმაში მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ერთი წელია, ციხეში ზის და ვსაუბრობთ დამონტაჟებულ კადრებზე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. დახურულ სიცრცეში თუ გამოამწყვდევ ერთი წლის განმავლობაში და თუ დაუმონტაჟებ, ისეთი კადრები გამოჩნდება, რომელიც მას არ მოეწონება. ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შეცდომა. შეცდომა იყო ორმაგად, ერთი, რომ ზოგადად, ასე მოქცევა არ მოსულა, მეორე, პატიმრის მიმართ ასე ქცევა არ მოსულა. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილი მიეყვანათ სასამართლოზე, როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, იქ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....