ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გონს მოეგეთ“ – დავით სააკაშვილის მიმართვა „ოცნებას“ და სასამართლოს

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში კომენტარი გააკეთა მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

დავით სააკაშვილმა თქვა, რომ დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხალხს არ ანახებენ და ის სიკვდილამდე მიზანმიმართულად მიყავთ.

“მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და მივიღეთ რა? ამდენი კილოგრამი აქვს დაკლებული, ვერ გადაადგილება. ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს შვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა. მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, რომელთანაც გარკვეული პერიოდი მეც მაკავშირებდა საქმიანობა, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ყველას ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება. არ შეიძლება ასე მოქცევა”,- ამბობს დავით სააკაშვილი.
საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ დრომდე რჩებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

იტვირთბა....