“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაური თქმით, “ოცნებას” ეშინია თავისი დანაშაულის და სწორედ ამიტომ უმალავს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ თუ რამდენიმე თვეში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატული დეკადასი მოხდა, ცხადი გახდება, რომ მკურნალობის ნაცვლად იგი სიკვდილისაკენ მიჰყავდათ.
„სააკაშვილს მალავენ იმიტომ, რომ ეშინიათ თავიანთი დანაშაულის. იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნდება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, ყველასთვის ცხადი გახდება ყველაფერი. რამდენიმე თვის წის ეს ადამიანი თავისი ფეხით შევიდა, ყველამ ვნახეთ, როგორი იყო მისი მდგომარეობა, როგორ გამოიყურებოდა და ეხლა რამდენიმე თვეში თუ მოხდა დრამატული დეკადასი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხადი გახდება, რომ მკურნალობის ნაცვლად იგი მიჰყავდათ სიკვდილისაკენ. ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ყოვლად მიუღებელი, რომ სააკაშვილი ვიზუალურად დაინახოს საზოგადეობამ“. – ამბობს ნუგზარ წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები