ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ – დავითულიანი მიხეილ სააკაშვილზე

[su_quote]”ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, არათუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია. რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა მესმის. არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა, მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ.

რა სჭირს ისეთი, რასაც არ ეშველება ამ ქვეყანაში? მეც შემიძლია გავიუარესო ჩემი ჯანმრთელობა, ვიშიმშილო 300 დღე ჩემს ოთახში, საერთოდ არ მოვხვდე ჩაკეტილ სივრცეში ისე. რა დაავადება სჭირს ადამიანს ისეთი, რომელსაც საქართველოს კლინიკები და ქართველი ექიმები ვერ უშველიან, მე ასეთი ინფორმაცია არ გამიგია არავისგან”[/su_quote]

აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას.

იტვირთბა....