ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 94 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
ტანკი – 2 966 ერთეული [+24]
ჯავშანტექნიკა – 5 928 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 1 929 ერთეული [+1]
MLRS – 397 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 617 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 544 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 169 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

341 თვითმფრინავი
181 ვერტმფრენი
2 647 უპილოტო საფრენი აპარატი
393 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
926 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 676 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 547 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....