ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ენმ-ს გენერალური მდივნის გადაყენების საკითხი დააყენა – რა მოხდა დახურულ კარს მიღმა

გუშინ, 11 დეკემბერს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც შიდა არჩევნების თარიღი და ჩატარების წესი უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა – ჩაინიშნა კონკრეტული დრო და პარტია თავმჯდომარის გამოვლენის პირობებზე შეთანხმდა.

სხდომაზე ასევე წამოიჭრა სხვა საკითხები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა დარჩა. “მეტრონომისთვის” კი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიამ დააყენა ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის
გადაყენების საკითხი.

მელიას, ამ პოსტზე ჰყავდა თავისი კანდიდატურა.

კერძოდ, ენმ-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს სურდა, რომ გენერალურ მდივნად დაენიშნა ერთ დროს ნაციონალური მოძრაობოდან წასული და ცოტა ხნის წინ უკან დაბრუნებული ბაჩო დოლიძე.

ამის შემდეგ, მელია ასევე გეგმავდა რეგიონალური მდივნის, გიორგი ბოტკოველის გადაყენებას, რომლის ნაცვლადაც ამ პოსტზე ნუგზარ წიკლაური უნდა დაენიშნა.

თუმცა, პოლიტსაბჭოს წევრთა დიდმა ნაწილმა, მელიას ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისად, ცისკარიშვილი და ბოტკოველი კვლავ ინარჩუნებენ თანამდებობებს.

გენერალურ მდივანს, მხოლოდ ფინანსებთან წვდომა შეეზღუდა, ისევე როგორც მელიას კადრს, ფინანსური სამსახურის უფროსს, ზურაბ მელიქიშვილს.

იტვირთბა....