ახალი ამბები უკრაინის ომი

ლუგანსკის ოლქში რუსებმა რეზერვისტები ჩამოიყვანეს, ცდილობენ საბრძოლო რაზმი შექმნან – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსებმა ოლქში დამატებით რამდენიმე ათასი რეზერვისტი ჩაიყვანეს და ცდილობენ შექმნან საბრძოლო რაზმი, რომელიც კუპიანსკს შეუტევს.

გაიდაის თქმით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების დაჯგუფებას ყურადღებით აკვირდებიან.

“ლუგანსკის ოლქში რუსებმა დამატებით რამდენიმე ათასი რეზერვისტი ჩამოიყვანეს, ცდილობენ საბრძოლო რაზმი შექმნან, რომელიც კუპიანსკს შეუტევს. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცის და ყურადღებით აკვირდება მტრის დაჯგუფებას. განსხვავებული ვითარებაა ბელოგოროვკაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია მტრის ინტენსიურ იერიშებს ეფექტურად იგერიებს. მტერი ვერ ახერხებს ჩვენი პოზიციების გარღვევას. განადგურებულია დასახლებული პუნქტები, ენერგო ინფრასტრუქტურა. ვცდილობთ, იქ დარჩენილი ადამიანებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გავუწიოთ”, – თქვა სერგეი გაიდაიმ.

იტვირთბა....