ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგი თქმით, სანქციები 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას შეეხება, მათ შორის, ირანის “მორალის პოლიციასა” და 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე ექვს ირანელს.
სანქციები, ასევე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე შვიდ რუსსაც დაეკისრება.