ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ 2023 წლისთვის, უკრაინის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წინადადება წერილობითი პროცედურით მიიღეს და მომავალ კვირას ევროპარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე.

„2023 წელს უკრაინის მიერ ნასესხები თანხა იქნება 18 მილიარდი ევრო 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ​​ევროკავშირის წევრი ქვეყნები საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე დაფარავენ. სესხების გარანტიები უზრუნველყოფილია ან ევროკავშირის ბიუჯეტით, ან წევრი ქვეყნების მიერ“, – აცხადებს ევროკავშირის საბჭო.

იტვირთბა....