ახალი ამბები პოლიტიკა

“ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს საშობაო საჩუქრად რომ ელით იმათ, გიფიქრიათ?… ” – ნანა გეგეჩკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

“ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს საშობაო საჩუქრად რომ ელით იმათ, გიფიქრიათ?…
ტანჯვით სიკვდილი ორაზროვან ისტორიულ პერსონაჟებსაც გმირებად აქცევს, მტანჯველებს კი მკვლელებად.

თქვენს გეგმებში მისი გმირობა ხომ არასდროს ყოფილა? სიკვდილი დანაშაულს, რომც ჩაედინა, გააუფერულებს და მხოლოდ იმ ნაწილს დატოვებს, ერის მეხსიერებაში, მისი მმართველობიდან რაც ისტორიას უპირობოდ დადებითად შემორჩება.

ოდნავ მაინც რომ მოუხმოთ მეხსიერებას და აზროვნებას ამის მაგალითი ბოლო ორი ათეული წლის ისტორიაში გვაქვს. ზვიად გამსახურდიას შეცდომები ვინმეს გახსოვთ? ვინ არიან ის ადამიანები ვინც მისი მკვლელობის დროს მოწინააღმდეგე ბანაკში იყვნენ? ახლა ეთერ-ეთერ რომ დაძვრებიან და ინანიებენ პოლიტიკურ წარსულს ხედავთ ხომ? მონანიება საკმარისი გახდა მათი რეაბილიტაციისთვის? ზვიად გამსახურდია ისტორიაში თავისუფლების მომტან გმირად დარჩა, მეორე მხარე კი მკვლელების კრიმინალურ ბანდად.

თქვენც იგივე გელოდებათ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებმა შეუქცევად ნიშნულს თუ მიაღწია. სამუდამო ადგილი მკვლელების ბანაკში. ოღონდ ამჯერად, მხოლოდ ისტორიული სტატუსით ვერ გამოძვრებით. უკვე ელექტრონულ სამყაროში ვართ და წარსული დანაშაულების დიჯიტალური არქივი ადვილი ამოსაქექი იქნება მაშინვე, როგორც კი საქართველო თავისუფლებას მოიპოვებს და მმართველობაში გონიერი ხალხი აღმოჩნდება.
შურისძიებაზე ბრმა გრძნობა არ არსებობს. ვერც კი აცნობიერებთ, რომ საკუთარ განაჩენს უახლოვდებით და არა მიხეილ სააკაშვილისას”, – წერს ექიმი.

იტვირთბა....