ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის სახელმწიფო ფონდს, ოლიგარქ ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეული ქონება გადაეცა

რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის სახელმწიფო ფონდს გადაეცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეულ ქონებას დღეიდან უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი განაგებს და რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალს აანაზღაურებს.

“უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ. ანუ ამ გზით უკრაინა ზარალს თავად აგრესორების ხარჯზე აანაზღაურებს” – თქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

პირველ სექტემბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა, რომელიც მოიცავდა უძრავი ქონების 17 ობიექტს, რომლის საერთო ფართობი თითქმის 100 000 კვადრატული მეტრია, ასევე ჩამოართვეს წილები რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინთან დაახლოებულ ვლადიმერ ევტუშენკოვს, ასევე ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან და დავით ხიდაშელთან.

იტვირთბა....