მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ადვოკატი ვერ მიიღო.
ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სააკაშვილის ინტერესების დამცველს “ვივა მედში” უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტი სუსტადაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მის ნახვას ვერ შეძლებდა.
“ჯერ ჰქონდა სამედიცინო პროცედურები, მერე ცუდად გახდა და შემომითვალა, რომ დღეს არ შედგებოდა ჩვენი შეხვედრა. 2 საათი უნდა დაესვენა, ამიტომაც შევეცდებით სხვა ადვოკატების მეშვებოით გამოვიტანოთ ინფორმაცია. ადრეც იყო სამი შემთხვევა, როდეაც ველოდებოდი, ცუდად გახდა და ვერ შევედი“. – ამბობს ვალერი გელბახიანი