შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამერიკაში წასვლის მსურველ ქართველებს ურჩევს, რომ აშშ-ში კანონიერად წავიდნენ და არალეგალურ გზებს არ მიმართონ.მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ვიზების გაცემა შეჩერებული იყო, თუმცა ის უკვე აღდგა.
“უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით. ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე ეს გართმევთ შანსს მეორედ ჩაბრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგელურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ აშშ-ში ითვლება, რომ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება დეპორტაცია. რაც შეეხება ვიზის საკითხს, ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმოამდგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აიღონ ვიზა და გაემგზავრონ. უბრალოდ ამისთვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს,” – განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა “ქუთაისი პოსტის” სტუდიაში.