რუსეთი საკუთარი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„მაშინ როდესაც კრემლი აგრძელებს საკუთარ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ პუტინი უპასუხისმგებლოდ იმუქრება ბირთვული იარაღით. რუსეთი მუშაობს საკუთარი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე“, – განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.