ახალი ამბები საზოგადოება

,,სიმართლეს არ შეესაბამება” – საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.

გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....