ისევ სისუსტე, უმადობა და მაღალი სიცხე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი ცნობები „ვივა მედის“ პალატიდან გიული ალასანიამ გამოიტანა.
გადამწყვეტ პროცესამდე კი ოთხი დღე რჩება. წინასწარ პროგნოზს, თუ როგორი შეიძლება იყოს მესამე პრეზიდენტის მდგომაროება ოთხშაბათს და მოახერხებს თუ არა ის სასამართლო პროცესზე დასწრებას, გიული ალასანია ვერ აკეთებს.
“ყოველ ჯერზე აქამდე, როცა კი სასამართლო ჩატარდა, გამოთქვა სურვილი, რომ მისულიყო, გინდა საკაცით, გინდა ინვალიდის ეტლით ყოფილიყო. ყველა ფორმით იყო თანახმა, რომ ყოფილიყო. არ ვიცი რა იქნება 14-ში, ჯერ ხომ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იქამდე. მერე იწყება ახალი წლები და მერე კარგად მეყოლეთ. ისევ ისე ძალიან სუსტადაა”. – თქვა ალასანიამ.