ბატონო მთავარსარდალო, ხანდახან ჯობია მოკვდე ციხეში, დილეგში, ხაროში, დილეგში, ვიდრე გარეთ იყო კარგად, ბედნიერად და თბილად, ესაა ჩემი, მეომრის, თქვენდამი მიმართვა, გამოიჩინეთ სიმტკიცე და სდექით მყარად – ამ სიტყვებით, უკრაინაში, გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
„მე თავის დროზე, სააკაშვილის დროს არ მომწონდა ის, რაც ციხეებში ხდებოდა, მაშინ ხალხი კვდებოდა. მე არ მომწონს დღეს რომ ვინმე კვდება ციხეში. პირადად მინდა მივმართო სააკაშვილს, როგორც ჯარისკაცმა, რომელიც მთავარსარდალთან ერთად ქართული დროშის ქვეშ მტერს ებრძოდე. ბატონო მთავარსარდალო, ხანდახან ჯობია მოკვდე ციხეში, დილეგში, ხაროში, დილეგში, ვიდრე გარეთ იყო კარგად, ბედნიერად და თბილად, ესაა ჩემი, მეომრის, თქვენდამი მიმართვა, გამოიჩინეთ სიმტკიცე და სდექით მყარად…” – მიმართავს ჯამბულათ ხოფერიას მამა მიხეილ სააკაშვილს.