კაცი, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა ალაპრაკდა – ელგუჯა ცომაია დუმილს ტვ “პირველთან” არღვევს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ელგუჯა ცომაიას დახმარებით შემოვიდა.
გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ “ვილნიუსს” წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს, 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელშიც იყო რძის პროდუქტი.