ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ჯანმრთელობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პროცესი ერთ თვეს გაგრძელდეს – მელია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხის განხილვა დროში გაიწელოს.

„ჩემთვისაც და ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დასრულდეს პროცესი. გულახდილად ვიტყვი, დასრულდეს ისე, როგორც აპირებენ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება უკვე აქვთ მიღებული. საზოგადოებამ უნდა განვსაზღვროთ, რისთვის ვართ მზად. პროცესის დროში გაწელვა არის მიუღებელი. იმის ფუფუნება, რომ ერთი თვე გაგრძელდეს ამ საკითხის განხილვა, სააკაშვილის ჯანმრთელობას არ აქვს, რადგან მისი მდგომარეობა თანდათან უარესდება. აქ მნიშვნელოვანი, ოჯახის მყარი პოზიცია. მნიშნელოვანია დაცვის მხარის მყარი პოზიცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველანი შევთანხმდებით. ჩამოვყალიბდებით ყვცელანი ერთად. ვფიქრობ, ჩვენ თვითონაც არ უნდა შევუწყოთ ხელისუფლებას ხელი იმაში, რისი წადილიც აქვს”. – ამბობს მელია.

იტვირთბა....