მიკოლაივის ოლქში უკრაინელებმა რუსების მიერ წამებით მოკლული 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას მედია უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს. მედიის განცხადებით, ცხედრები მიკოლაივის გათავისუფლებულ დასახლებაში, ნოვოპეტრივკაში იპოვეს. ასევე ცნობილია, რომ ცხედრებთან ერთად, ადგილზე იპოვეს კადრები, სადაც ამ ადამიანების წამება იყო ასახული.
გამომძიებლების თქმით, მოკლულები 39, 42 და 55 წლის კაცები იყვნენ და ისინი მაშინ მოკლეს, როდესაც რეგიონი რუსებს ჰქონდათ დაკავებული.