თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ოცნების” ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვათ. ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში ნახევრად ხუმრობით სარკასტული პოსტი გამოაქვეყნა:
“მოქალაქეობას ჩამოვართმევთ უკრაინაში მებრძოლ ქართველებსო არა?
მგონი დროა იქ მებრძოლმა და ნაბრძოლმა ყველა ქართველმა ერთად ვაჩვენოთ ამათ პასპორტი” – აღნიშნა ოქრუაშვილმა.