ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, კარგავს მოქალაქეობას” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს :

”არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, ვერ მივადევნე თვალყური. საუბარი რაზეა, არ ვიცი. ანუ, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა საუბარი, ეს მე არ ვიცი. ერთი რამ, სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ ირიცხება პირი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის, მაგრამ რა თემაზეა საუბარი, მე კონკრეტულად ამის თქმა გამიჭირდება. სამართლებრივი განმარტება ეს არის – ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ის კარგავს მოქალაქეობას”.

იტვირთბა....