რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იცის.
“ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი [კიევი] მოისურვებს”- განაცხადა მან.