ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიული ალასანია საზოგადოებას 9 დეკემბერს სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებს

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს. ის საზოგადოებას,9 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლას სთხოვს.

“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.

იტვირთბა....