[su_quote]ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რაღაც არ. ერთს გეტყვით მთავარს, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი ყოფილიყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცნენო, არამედ ეს ომი და ფრონტი უნდა გადასულიყო საქართველოშიც. ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. [/su_quote]
– განაცხადა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
იტვირთბა....